საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

13 სექტემბერი 2017 | შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე

ვანკუვერში მიმდინარე მეცხრე მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების კონგრესის პარალელურად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონის დირექტორს, ქეროლაინ კაზას შეხვდა. 
 

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ორივე ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროების საქმიანობის პრიორიტეტები, ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. 
 

კანადის გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონის საქმიანობის ძირითადი სფეროებია წყლის რესურსების მართვა და მონიტორინგი, ამინდის პროგნოზირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის და ტყის ხანძრების საკითხებზე, ამ სფეროში კანადის გამოცდილების გათვალისწინებით.

 

ქეროლაინ კაზამ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების თაობაზე და შესაძლო ღონისძიებების განხორციელებაზე.

 

 

პარტნიორები