საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

26 ოქტომბერი 2017 | დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხები საქართველოში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობის საკითხებზე იმსჯელეს სასტუმრო „ციტრუსში“. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით მიმდინარე პროცესი მიმოიხილეს. განიხილეს დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხების გაძლიერების და შეფასების გზები და დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების როლი დაცული ტერიტორიების მართვაში.

 

შეხვედრის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვაში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს მართვის სისტემების გაუმჯობესებას, მმართველობის დემოკრატიზაიცას და პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას.

 

ასევე მოხდა მწვანე ნუსხაში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესვლის განხილვა, რომელიც  კონსერვაციული და სოციალური მიზნების მიღწევის საშუალებად ითვლება. იმსჯელეს ადგილობრივი თემების მონაწილეობით ტერიტორიების დაცვა და კონსერვაციაზე. მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ანალიზიც.

 

სამუშაო შეხვედრა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN), „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა კავკასიაში- საქართველო „(KfW/GFA Consulting Group), ICCA -ის, GIZ-ის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

პარტნიორები