საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

10 ნოემბერი 2017 | ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბების და ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საკონსერვაციო სტატუსზე იმსჯელეს. შეხვედრა ევროპის საბჭოს, ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს და ბერნის კონვენციის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა. მხარეებმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ბერნის კონვენციით დაცული სახეობების და ზურმუხტის ქსელის საიტების საკონსერვაციო და სახარბიელო სტატუსები დეტალურად განიხილეს და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

სამუშაო შეხვედრას სამივე ქვეყნის სფეროში მომუშავე ექსპერტები და სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

 

პარტნიორები