საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

10 ნოემბერი 2017 | კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის განხილვა

სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ში “სოფლის მეურნეობის სექტორისათვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის” განხილვა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

 

ეროვნული გეგმა აგრარული სექტორის საშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ადაპტაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებულია მრავალმხრივი მიდგომები კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისათვის და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დახმარება გაუწიონ ქვეყანას ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში.

 

დოკუმენტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომის და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავდა.

 

შეხვედრას, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, IFAD-ის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში დინა სალეჰი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

 

პარტნიორები