საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

12 ნოემბერი 2017 | გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენციაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო საზოგადოებას პირველად წარუდგინა ქვეყნის განახლებული ორწლიური ანგარიში. გამოცდილების ურთიერთგაზიარების შეხვედრაზე საქართველომ წარმოადგინა ქვეყნის სათბურის გაზების ემისიების საერთო სურათი, კლიმატის ცვლილების სფეროში მოზიდული ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პოლიტიკის განვითარების ხედვები.  

 

დამსწრე საზოგადოებიდან გერმანიის, თურქეთის, იაპონიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიისა და ჩინეთის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში ინსტიტუციური მოწყობის განვითარების, სატყეო სექტორის მართვის და აღნიშნულ პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მონაწილეობის საკითხებით.

 

მხარეთა 23-ე კონფერენციაზე განახლებული ორწლიური ანგარიშის წარდგენით საქართველომ დაასრულა საერთაშორისო კონსულტაციისა და ანალიზის პირველი ციკლი. აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობით საქართველომ სრულად შეასრულა კონვენციით ნაკისრი ვალდებულება.    

 

 

პარტნიორები