საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

06 დეკემბერი 2017 | ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას პროექტში ჩართული პარტნიორები,  ლიტველი და უნგრელი ექსპერტები, სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ლიტვის ელჩი საქართველოში, უნგრეთის ატაშე ეკონომიკურ საკითხებში,  დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, ასევე გაიმართა დისკუსია ტყეებში უკანონო ქმედებების აღმოფხვრის მიზნით ლიტვასა და უნგრეთში არსებული სისტემების და პრაქტიკის შესახებ. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით და უფრო დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული გამოწვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მხრივ.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში და დაფინანსებულია ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის მიერ.

 

 

პარტნიორები