საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

03 იანვარი 2018 | ლევან დავითაშვილმა ტყის მცველებს ახალი წელი მიულოცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

 

ლევან დავითაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო სატყეო სექტორის საქმიანობის სპეციფიკასა და დარგში არსებული პრობლემების შესახებ. მცხეთა-მთიანეთის 80-მდე ტყის მცველი, რთული რელიეფური პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ პატრულირებას. მინისტრმა მეტყევეებთან ერთად, საშობაო ნაძვის ხეების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებული კანონდარღვევების პრევენციის მიზნით, წიწვოვანი ტყის კორომების გეგმიური შემოვლა განახორციელა. ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი გამოწვევა ბრაკონიერებთან ბრძოლა და კანონდარღვევის პრევენციაა.

 

 

 

პარტნიორები