საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12 იანვარი 2018 | ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

დებულება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე მომზადდა და მიზნად ისახავს, სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.

 

შეხვედრაზე, მხარეებმა საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

პარტნიორები