საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

06 თებერვალი 2018 | შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, გეგმიური ღონისძიება გაატარეს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა - 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, 3  ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტი, 2 სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევა, 1 ლუქის დაზიანების ფაქტი და 3 უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტი, რომელთაგან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება.

 

 

პარტნიორები