საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

09 თებერვალი 2018 | თივის პრესების ქვეშ პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.

 

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

 

 

პარტნიორები