საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

10 თებერვალი 2018 | რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს სხდომა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა გურიის რეგიონში (ENPI_ FLEG ll) ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ქვეყნებისთვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის დაფინანსებით. სატყეო სექტორის გაძლიერების ხელშემწყობ ღონისძიებებს მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებდნენ.

 

შეხვედრაზე მიღწეული შედეგები განიხილეს, მათ შორის, ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები და მართვის გეგმა, რომელიც 2017 წელს 52 509 ჰა ფართობზე ჩატარდა და შემუშავდა ტყის მართვის გეგმა მომავალი 10 წლისთვის.

 

ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, WWF-ის, IUCN-ის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმართველობის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

 

პარტნიორები