საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

07 მარტი 2018 | „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის- „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და სატყეო სექტორში დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ასევე, არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოფხვრის პრაქტიკისა და სოციალური ჭრების სისტემის უფრო მდგრადი და მოქნილი სისტემით ჩანაცვლების საჭიროება განიხილეს.

 

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ალვარო ორტეგა, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

პარტნიორები