საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13 აპრილი 2018 | სოლომონ პავლიაშვილის ვიზიტი თურქეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა, სადაც ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია „STARWOOD”-ის ხელმძღვანელობს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესურსით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში, კომპანია „STARWOOD”-ი საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დააარსებს, სადაც ძირითადად დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. სატყეო სააგენტო 761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით - 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით - 1,2 მლ კბ.მ-ს ოდენობით. სოლომონ პავლიაშვილმა ბურსის სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

 

 

პარტნიორები