Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 ფაროსანათან ბრძოლის ღონისძიებები კახეთში განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

17 აპრილი 2018 | ფაროსანათან ბრძოლის ღონისძიებები კახეთში განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონის გუბერნატორთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. 


შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. ასევე აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში.

 

 

პარტნიორები