საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

10 ივლისი 2018 | ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა ქვიქთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა მარტინა ქვიქს გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

მარტინა ქვიქმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია, დაადასტურა შვედეთის სამეფოს მზაობა, აღნიშნული მიმართულებით აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს და მინისტრს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა

 

 

პარტნიორები