საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

31 ივლისი 2018 | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ამ მიზნით, ახალი პერსპექტივების დასახვას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და გიორგი ხანიშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად GIZ აღმოსავლეთ რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს ზიგმუნდ მულერს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხი ეხებოდა ეროვნულ სატყეო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობისა და გამჭირვალობის მექანიზმების ფასილიტაციას ყველა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. ასევე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში პირველი ეროვნული დონის ინვენტარიზაციის განხორციელების პროცესზე, ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაზე, ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების შექმნაზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მიხაილ შტიუბგენს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია, რაც საქართველოსთვის სატყეო სექტორის განვითარების კუთხით გაწეული დახმარებასთან ერთად ქართული ღვინის ექსპორტს, საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის აგების კონცეფციის შემუშავებას გულისხმობს.

 

 

პარტნიორები