Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

31 ივლისი 2018 | მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.


მინისტრმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა, სადაც ხაზი გაუსვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე აღიარებისთვის გაწეული მუშაობის მნიშვნელობას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე დაშვება არის შესაძლებლობა, რომლის მაქსიმალური გამოყენებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული სამუშაოები გაერთიანებული სამინისტროს პირობებში, მდგრადი მართვის პრინციპებით, ეკოლოგიური ასპექტების მაქსიმალური გათვალისწინებით არის დაგეგმილი. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ლევან დავითაშვილმა შესაბამის სამსახურებს 2019 წელს, კანადაში, მონრეალში, საერთაშორისო გამოფენასა და კონგრესზე „აპიმონდია“ ქართული თაფლის წარდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დაავალა.


საბჭოს წევრებმა სხდომაზე თაფლის წარმოების და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების, კოოპერაციის ფარგლებში პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობის, ფუტკრის ნიშან-თვისებებზე კლიმატის ცვლილებების გავლენის, დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში, ასევე ტყეში ფუტკრის ოჯახების განთავსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მეფუტკრე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ტრენინგების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.


აღინიშნა, საქართველოში მზარდია ტენდენცია ფუტკრის ოჯახების მოშენებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ბრენდირებული, შეფუთული თაფლი. რაც შეეხება ექსპორტს, პირველ ადგილზეა იაპონია, სადაც მთლიანი მოცულობის 47%-ია ექსპორტირებული. ექსპორტი ხორციელდება არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ყატარში, ბაჰრეინში, ერაყში, საუდის არაბეთში და სხვა.

 

 

პარტნიორები