საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

09 აგვისტო 2018 | სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი. 


ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა. საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ. 


იური ნოზაძემ ხაზი გაუსვა თხილის სექტორის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი. 

 

 

პარტნიორები