საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13 აგვისტო 2018 | ლევან დავითაშვილი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობას.


„გაცნობით შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთანგანვიხილეთ დარგის მხარდაჭერის სამომავლო გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამინისტროებს აქვს მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება, მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებულიმუშაობის მნიშვნელობას.


„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელებიც აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებობს; ყველა პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.


მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებიესწრებოდნენ.

 

 

პარტნიორები