საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

21 აგვისტო 2018 | შეხვედრები ფაროსანას თემაზე ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილა.


გიორგი ხანიშვილის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები სტრატეგიის შესაბამისად წარმატებულად მიმდინარეობს, ამის პარალელურად, იმ ფერმერებმა ვინც გაითვალისწინა სპეციალისტების რეკომენდაციები და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდაც ჩაატარა სამუშაოები, კარგი მოსავალი მიიღო.


მინისტრის მოადგილემ უშუალოდ ფერმერებისგან მოისმინა ინფორმაცია, როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც თხილის კულტურაში სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გავრცელებას უკავშირდება. აღინიშნა, რომ ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის აუცილებელია ფერმერების ჩართულობა და აგროსამუშაოების დროულად ჩატარება. 


შეხვედრებზე წარმატებულმა ფერმერებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას მიერ მოსავლის დაზიანება მინიმალურია, სხვა დაავადებებთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებებიც შედეგინია. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


გიორგი ხანიშვლმა ფერმერებთან და მოსახლეობასთან შეხვედრები სამეგრელოს და გურიის რეგიონებშიც გამართა. 

 

 

პარტნიორები