საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

24 იანვარი 2018 | ნინო თანდილაშვილი

დაბადების თარიღი: 11 დეკემბერი 1987 წელი

 

 

განათლება და კვალიფიკაცია:

 

05.2017 – 07.2017 წწ - რიგის სამართლის სკოლის ინტენსიური კურსი- ,,სამართალსა და ეკონომიკაში”კურსდამთავრებული;

27.09.2015 – 10.10.2015 წწ - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებული რიგით მე-5 ბირთვული სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ქ.ბადენი, ავსტრია;

2009 – 2010 წწ - ამსტერდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ევროპისა და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი;

2005 – 2009 წწ - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

12.2017 დან - დღემდე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

05.2017 დან - დღემდე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

08.2014 დან - 05.2017 წწ - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი;

05.2013 – 08.2014 წწ - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარტლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

01.2013 – 05.2013 წწ - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

10.2012 – 01.2013 წწ - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი;

11.2011 – 09.2012 წწ - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალისტი;

05.2007 წ - 08.2007 - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის (GIZ) ასისტენტი ,,თვითმმართველობის განვითარება საქართველოში”

 

 

პროფესიული გამოცდილება:

 

02.2017 დან - დღემდე - გარემოსდაცვითი სამართლის პერიოდული გადახედვისა და განვითარების მე-4 პროგრამის (Montevideo Programme IV) განხორციელების შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის ეროვნული კოორდინატორი;

2015 - 2017 წწ - ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ერთ-ერთი თანაავტორი;

2014 წელი - ,,რადიოქტიური ნარჩენების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი თანაავტორი;

03.2012 – 08.2012 წწ - აგვისტო - ექპერტ-ტრენერი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და UUSAID-ის მიერ ინიცირებული  ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის" ფარგლებში ,,საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქარველო”-ს პროექტში.

სერტიფიკატები

16.10.2017 – 27.10.2017 წწ - საერთაშორისო სემინარი სასარგებლო წიაღისეულის რესურსების მართვის საკითხთან დაკავშირებით, ქ. ტუსონი, აშშ;

17-19.10.2014 წ - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტრენინგი ,,რეგულირების გავლენის შეფასება“ (RIA);

10-14.06.2013 წ - ჟენევის ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის(GFSIS) მიერ ორგანიზებული ტრენინგი ,,შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით სამხრეთ კავკასიაში”;

04.2009 წ - საერთაშორისო ტრეინინგი ,,ახალგაზრდობის ჩართულობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში”, კიშინოვი, მოლდოვა;

სასწავლო ტურები, სემინარები, კონფერენციები

7-10.11.2016 წ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სამუშაო ჯგუფის რიგით მეექვსე შეხვედრის მონაწილე, ქ. ჟენევა, შვეიცარია;

19-21.09.2016 წ -  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNEСE) და ბელარუსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართული სამუშაო შეხვედრის მონაწილე თემაზე „ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრების უფლება“, მინსკი, ბელარუსი;

11-15.04.2016 წ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE)  გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სამუშაო ჯგუფის რიგით მეხუთე შეხვედრის მონაწილე, ქ. ჟენევა, შვეიცარია;

25-26.01.2016 წ -  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE)  სამდივნოს ორგანიზებით ჩატარებული ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) რიგით 24-ე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის პირველი მოსამზადებელი შეხვედრის სპიკერი თემაზე: ,,საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის მექანიზმები გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, ქ. ვენა, ავსტრია;

2-6.11.2015 წ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებული სემინარის ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ მონაწილე;

10-13.06.2015 წ - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით გამართული შეხვედრის მონაწილე თემაზე ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული გარემოსდაცვითი უწყებების როლი“, ქ. კიევი, უკრაინა;

7-8.04.2015 წ - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გამართული მაღალი დონის შეხვედრის მონაწილე, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, ქ. ვენა, ავსტრია;

1-5.12.2014 წ - ქ. პრაღასა და ქ. ოსტრავაში ჩატარებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე, რომელიც ეხებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) საკითხებში;

 

 

ენები: ინგლისური, რუსული

 

ოჯახური მდგომარეობა:  დასაოჯახებელი

 

 

პარტნიორები