დაბადების თარიღი: 1982 წლის 16 ივნისი
განათლება და კვალიფიკაცია:
2012 – 2014 წწ - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი - საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრი - ამჰერსტი, აშშ;
2005 - 2006 წწ - დუნაის უნივერსიტეტი - ევროპისმცოდნეობის მაგისტრი (ევროკავშირის სამართალი, პოლიტიკა და ბიზნესი) - კრემსი, ავსტრია.
1999 -2004 წწ - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის ბაკალავრი;
1999 - 2004 წწ - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისტის კვალიფიკაცია, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით;
2002 წ - ზაარლანდის უნივერსიტეტი - გერმანული სამართლის და ევროკავშირის სამართლის კურსები, ზაარბრიუკენი, გერმანია.
სამუშაო გამოცდილება:
15.12.2017 დან - დღემდე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
05.11.2014 - 15.12.2017 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
18.08.2014 – 05.11.2014 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
2013 - 2014 წწ - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ;
2013 წ - მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი, აშშ;
2009 - 2012 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
2009 წ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი;
2008 -2009 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი;
2007-2008 წწ - კავკასიის უნივერსიტეტი- სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, ასისტენტ პროფესორი;
2007 - 2008 წწ - ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) - მკვლევარი, საბერძნეთი;
2006 -2007 წწ - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს მკვლევარი;
2005 წ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ატაშე;
2004 - 2005 წწ - ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო სტაჟიორი.
პედაგოგიური გამოცდილება:
2006 – 2008 წწ - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა - საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირის სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი;
სერთიფიკატები:
2014 წ - ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის მმართველობის სკოლის ტრენინგი - Organizing People, Power and Change. კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ;
2010 წ - აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სემინარი - აშშ-ს იმპორტის სტანდარტები გენერალიზებული პრეფერენციის სისტემის პროდუქტების მიმართ. ვაშინგტონი, აშშ;
2010 წ - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სემინარი - „სოფლის მეურნეობის ნოტიფიკაციები ვმო-ს წევრი ქვეყნებისთვის“ - ვენა, ავსტრია;
2009 - 2010 წწ - გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული ტრეინინგ კურსი - „პოლიტიკის ანალიზი, საერთაშორისო ეკონომიკა და ბიზნესის დაგეგმვა და მენეჯმენტი.” თბილისი;
2009 წ - ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის მიერ ორგანიზებული ტრეინინგ კურსი - „ფინანსური პროდუქტები და საინვესტიციო წინადადებები.” თბილისი;
2008 წ - გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სემინარი - „საინვესტიციო პროექტების ფორმულირება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.“ ბუდაპეშტი, უნგრეთი.
ჯილდოები:
2012 წ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიანტი;
2010 წ - ღირსების ორდენი;
2005 წ - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის სტიპენდიანტი.
ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ვაჟი.