საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

დეპარტამენტის უფროსი მარიამ მათიაშვილი 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 


ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;


ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

 

გ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

 

დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

 

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;


ვ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ანგარიშგების სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;


ზ) სამუშაოს აღწერილობების შემუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება;

 

თ) თანამშრომელთა შიდა როტაციის, დაქირავების ციკლის დინამიკის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია, პერიოდული ანალიზი, შეფასება;

 

ი) ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების გეგმის საფუძველზე პროგრამების შედგენა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება, მათი ინიცირება და ორგანიზება; ამ მიზნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის განსაზღვრა;


კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;


ლ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

 

მ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;


ნ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, არსებული წესის თანახმად;

 

ო) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;

 

პ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;


ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობა;


რ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება;


ს) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;


ტ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა;

 

უ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;


ფ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,  სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა;


ქ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;


ღ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;


ყ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6 ტელ: (995 32) 272 72 07;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები