საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველო

 

 

სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

 

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობა;


ბ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;


გ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;


დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა;


ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;


ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;


ზ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენელთა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრების ორგანიზება;


თ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;


ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;


კ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

 

 

 

პარტნიორები