დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ამირგულაშვილი
ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილების მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ი) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ორგანიზების ხელშეწყობა;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ლ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;
მ) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
პ) ამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;
ჟ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და,მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა;
ს) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
ტ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;
უ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;
ფ) საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ქ) ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
ღ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება;
შ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში.
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6 ტელ: (995 32) 2 72 72 90