საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ბიომრავალფეროვნების სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ხელაია

 

ბიომრავალფეროვნების სამმართველოს ფუნქციებია:

 


ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;


ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;


გ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;


დ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;


ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;


ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;


ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;


თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;


ი) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;


კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში” ცვლილებებისა და/ან დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, „საქართველოს წითელი წიგნის” გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია; „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;


ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების წესების (მათ შორის, მოპოვების ვადების, ადგილების, აკრძალული იარაღებისა და მეთოდების, მოპოვებისათვის დაშვებული სახეობების, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის) დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;


მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;


ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის პროცესში მონაწილეობა;


ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;


პ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;


ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;


რ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა;


ს) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;


ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 31 

 

 

პარტნიორები