საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სატყეო პოლიტიკის სამმართველო

 

სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ძაძამია

 

სატყეო პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

 


ა) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;


ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;


გ) კომპეტენციის ფარგლებში სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;


დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სატყეო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია;


ე) დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;


ვ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;


ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;


თ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფა;


ი) ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;


კ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;


ლ) უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;


მ) სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა;


ნ) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;


ო) სამინისტროს მიერ ინიციირებული ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა;


პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72  72 90

 

 

 

 

პარტნიორები