საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ეკონომიკური დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გარაყანიძე

 

ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება

 

ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

 


ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;


ბ) ფინანსური რესურსების განაწილება და ოპერატიული მართვა. საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;


გ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასთან, მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სამინისტროს მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;


დ) საქართველოს ბუნებრივი რესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა სსიპ -კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;


ე) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (მუხლი 301) მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, მწვანე სექტორში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის მაკროეკონომიკურ ანალიზში მონაწილეობა;


ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა;

 

ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან საბიუჯეტო დაგეგმვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საკითხებზე თანამშრომლობა;

 

თ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეკონომიკური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად;

 

ი) სამინისტროს საბიუჯეტო დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;


კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის კონსოლიდირებული ბალანსის შედგენა;

 

ლ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

 

მ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

 

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;


ო) მატერიალური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;


პ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის არსებული ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;


ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;


რ) მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6 ტელ: (995 32)  2 72 72 56

 

 

 

 

 

პარტნიორები