საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო

 

სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი როზა გუჯეჯიანი 

 

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

 

ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების დროული წარმოება;


ბ) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება;


გ) კონტროლის დაწესება სახსრების ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე (ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;


დ) წლიური და კვარტალური დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;


ე) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;


ვ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება;


ზ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება;


თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;


ი) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული
განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა;


კ) საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემით სარგებლობა;


ლ) ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ბუღალრტული დოკუმენტაციის ასახვა;


მ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები)  დროულად და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში მიღება;


ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების (კონსოლიდირებული ბალანსი)  შედგენა დ ა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დადგენილ ვადაში წარდგენა;


ო) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების დაყვანა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამდე, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებამდე;


პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6 ტელ: (995 32)  2 72 72 09

 

 

პარტნიორები