სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა დოლიძე
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმების შედგენის ორგანიზება და შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის ePLAN მოდულში დარეგისტრირება;
ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
გ) გამარტივებული შესყიდვების შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში გამარტივებული შესყიდვების შესახებ მომართვის წარდგენის საშუალებით;
დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საჭიროების შემთხვევაში წარდგენა;
ვ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32) 2 72 72 59