Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის  უფროსი ნინო თხილავა 

 

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

 

 

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 

ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგი;


ბ) ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;


გ) გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;


დ) საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ევროინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის კოორდინირება;


ე) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;


ვ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;


ზ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ცალკეული გარემოსდაცვითი თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების მომზადების პროცესში თანამშრომლობა და ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა;


თ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე, დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენის ორგანიზება და პროგრამებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;


ი) გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა;


კ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;


ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;


მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;


ნ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;


ო) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ინიცირება და საქმიანობის კოორდინაცია;


პ) კომპეტენციის ფარგლებში პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;


ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ:  (995 32) 2 72 72 50

 

 

 

 

 

პარტნიორები