საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველო

 

 

მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველო:

 

ა) კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს;

 

ბ) საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს გარემოსდაცვითი გეგმების შემუშავების პროცესს;

 

გ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილის მომზადებას;

 

დ) კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას;

 

ე) თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების შემუშავების პროცესში. ხელს უწყობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მონაწილეობას ამ დოკუმენტების მომზადებაში;

 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესაბამისად, კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამზადებს სამოქმედო გეგმებსა და მათი განხორციელების ანგარიშებს;

 

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისათვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;

 

თ) მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი განხორციელების თაობაზე;

 

ი) ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას. ახორციელებს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს;

 

კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მიზნით;

 

ლ) მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ;

 

მ) მონაწილეობს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებაში;

 

ნ) უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას;

 

ო) ახორციელებს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების საფუძველზე ეროვნული გარემოსდაცვითი ინდიკატორების დანერგვის ხელშეწყობას და კოორდინაციას;

 

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ:  (995 32) 2 72 72 43

 

 

პარტნიორები