საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

პროექტების კოორდინაციის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი თეა ლევიძე 

 

 

პროექტების კოორდინაციის სამმართველო:

 


ა) განსაზღვრავს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;


ბ) ახდენს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ინიცირებას და მონაწილეობს შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში;


გ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;


დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებში მონაწილეობისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;


ე) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად იღებს ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს მათი ანგარიშების განხილვას;


ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების, დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, უზრუნველყოფს დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;


ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროცესების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის მომზადებას;


თ) უზრუნველყოფს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას;


ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის საქმიანობაში;


კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ:  (995 32) 2 72 72 73

 

 

 

პარტნიორები