საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი გიზო ჭელიძე

 

ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულება

 

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 


ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსების და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;


ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;


გ) ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა;


დ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების განხილვა და შეთანხმება;


ე) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ორგანიზება;


ვ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;


ზ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის შევსების სისწორის
შემოწმების, დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვისა და მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების სისწორის შემოწმების მეთოდური ხელმძღვანელობა;


თ) „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ კონვენციის მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფებში კანდიდატურების წარდგენა და მათი მუშაობის კოორდინაცია;


ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;


კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;


ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა;


მ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;


ნ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;


ო) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის გაცემა;


პ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების, ასევე წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის საკითხის შეთანხმება;


ჟ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;


რ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;


ს) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის;


ტ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების
სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება;


უ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;


ფ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია;


ქ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;


ღ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის
(სგმ) და სხვა საბაზრო მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;


ყ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი;


შ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;


ჩ) ზედაპირული წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;


ც) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;


ძ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის
მომზადებაში მონაწილეობა;


წ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;


ჭ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის წინადადებების მომზადება;


ხ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;


ჯ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;


ჰ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საერთაშორისო პროექტებსა და ინიციატივებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობის უზრუნველყოფა საწყისი ეტაპიდანვე;


1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის,
მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;


2) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;


3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;


4) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 38

 

 

პარტნიორები