საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ატმოსფერული ჰაერის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი ქეთევან კორძახია 

 

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ფუნქციებია:

 

ა) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა;


ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;


გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;


დ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა;


ე) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;


ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა  (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;


ზ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;


თ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;


ი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;


ლ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;


მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 28

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები