საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

კლიმატის ცვლილების სამმართველო

 

 

კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი გრიგოლ ლაზრიევი

 

კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციებია:


ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;


ბ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი;


გ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების
სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება;


დ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების
ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;


ე) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და სათბურის გაზების ემისიების შემარბილებელი ტექნოლოგიების მოკვლევა/მოძიება და ანალიზი მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით;


ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი (შემდგომში „კონვენცია“) საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით;


ზ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;


თ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმით (შემდგომში „ოქმით“) განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;


ი) კონვენციის გადაწყვეტილებების ანალიზი, ქვეყნის პოზიციის შემუშავება და კონვენციის მხარეთა კონფერენციებზე და კონვენციის დამხმარე ორგანოებში მოლაპარაკებებზე მისი წარდგენა-დაცვა;


კ) კონვენციის ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა/ხელშეწყობა;


ლ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;


მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 49

 

 

 

 

 

პარტნიორები