საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მიწისა და წიაღის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი ნინო ჩიქოვანი

 

მიწისა და წიაღის სამმართველოს ფუნქციებია:

 

ა) მიწის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა;


ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება და გაანალიზება, შესაბამისი წინადადების მომზადება;


გ) საშიში ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნა;


დ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;


ე) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;


ვ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების შეფასების სისტემების ჩამოყალიბება, კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე ყოველწლიური და პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;


ზ) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურების შედეგები და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;


თ) სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მორჩენილი და დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შესახებ მონაცემთა (გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მოცულობა, GIS კოორდინატები) ბაზის შექმნა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;


ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის;


კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;


ლ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების, ასევე წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის საკითხის შეთანხმების მიზნით შესაბამისი წერილის მომზადება;


მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 57

 

 

 

პარტნიორები