საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

წყლის სამმართველო

 

 

წყლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ მაკაროვა

 

წყლის სამმართველოს ფუნქციებია:

 

ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა;


ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა;


გ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა;


დ) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;


ე) წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;


ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;


ზ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;


თ) ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;


ი) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება;


კ) წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა;


ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის საქმიანობის გეგმების შედგენაში მონაწილეობა;


მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 26 

 

 

 

პარტნიორები