საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

იურიდიული დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი ნანა ზამთარაძე 

 

იურიდიული დეპარტამენტის დებულება

 

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;


ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქმიანობის უზრუნველყოფა;


გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;


დ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;


ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; 


ვ) სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;


ზ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებს, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია და ამ მიზნით სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;


თ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;


ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების მომზადება;


კ) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;


კ1) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;


ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;


მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან მიმოწერის წარმოება;


ნ) სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადების ან /და მათი შეთანხმების მიზნით;


ნ1) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება; 


ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;


პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 19

 

 

 

პარტნიორები