საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი სალომე მარკოზია

 

ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო:

 

 

ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;


ბ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;


გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;


დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას;


ე) ახორციელებს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;


ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 39

 

 

პარტნიორები