Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი ნინო თანდილაშვილი

 

პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო ახორციელებს:

 


ა)დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; 


ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;


გ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

დ) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე;


ე) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფას;


ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების ვიზირებასა და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

 

ზ) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობას და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;

 

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;


1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;


2) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; 


ი) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობას;


კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;


ლ) შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციისა და ანგარიშების გამოთხოვას შესაბამისი ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან;


მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 29

 

 

 

 

პარტნიორები