Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი ნინო სამადაშვილი

 

 

სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო :

 


ა) ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სამართალდამცავ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;


ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, შესაგებლებს, შეგებებულ სარჩელებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებსა და შესაგებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციას;


გ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა და წერილების განხილვას;


დ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს და მის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;


ე) დეპარტამენტის უფროსის დავალებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

 

ვ) ახორციელებს წარმომადგენლობას სამინისტროს საქმიანობისას წარმოშობილ ქონებრივ დავებზე;


ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 11

 

 

 

 

პარტნიორები