საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური

 

 

სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი

 

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულება

 

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

 

 

ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 

ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელებისკოორდინაცია;

 

გ) ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა;

 

დ) მონაცემთა ბაზის წარმოების ორგანიზება;

 

ე) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოსსაერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია,შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

 

ვ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულმიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;

 

ზ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება დამათი შესრულების კოორდინაცია;

 

თ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციადა მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი ნარჩენების მართვის განხორციელება;

 

ი) რეგიონალური ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში, მათი მოწყობის სამუშაოთა ორგანიზებასადა კოორდინაციაში მონაწილეობა;

 

კ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია;

 

ლ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ანტრანზიტის რეგულირებაში მონაწილეობა;

 

მ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისა და გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა დააგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

 

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    

 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6  ტელ: (995 32) 2 72  72  27 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები