საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ნებართვების სამმართველო

 

 

სამმართველოს უფროსი მაია ბერაძე

 

ნებართვების სამმართველო ახორციელებს:

 


ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ორგანიზებას;


ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;


გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;


ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებას და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;


ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას;


ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენებას და აღრიცხვას;


თ) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;


ი) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;


კ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას;


ლ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას;


მ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;


ნ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;


ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას;


პ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;


ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 60

 

 

 

პარტნიორები