Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

სამსახურის უფროსი ეკატერინე ბენდელიანი

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 

ა) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
 
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ამ სფეროში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
 
გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;
 
დ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოსდაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში  დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება;
 
ე)  სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
 
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მისამართი:   თბილისი,   ორთაჭალა,  გ. გულუას ქუჩა N6;  ტელ:  (995  32)   2 72  72  34;  ელ-ფოსტა: pr@moe.gov.ge

 

 

         

 

 

პარტნიორები