საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

 

 

დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ მთივლიშვილი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის  გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

 

ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

 

გ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;

 

დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი  განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

 

ე) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, სტანდარტებთან  მათი შესაბამისობის დადგენა;

 

ვ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

 

ზ) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.

 

         

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6; ტელ:  (995 32)  2 72 72 48; 

 

 

 

პარტნიორები