საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სისტემის მართვა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამოცანებია: მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების კონტროლი და დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება.
საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია არის ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 467 221,5 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 6,7%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. 
საქართველოში არის 18 სახელმწიფო ნაკრძალი, 5 ეროვნული პარკი, 9 აღკვეთილი, 3 ბუნების ძეგლი და 1 დაცული ლანდშაფტი. 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6
ტელ: (995 32) 275 23 53

 

 

პარტნიორები