საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ეროვნული საშენი მეურნეობა

ეროვნული საშენი მეურნეობა წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.


საშენი მეურნეობის მიზანია სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა, მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება, სარგავი მასალის გამოყვანა საკუთარი და სხვა დაწესებულებათა საჭიროებისათვის, მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის დადგენილი წესით განაშენიანებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა.

 

მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა (თბილისი - გომბორის გზატკეცილის 6 კმ)
(995 32) 790 15 33 32
ელ-ფოსტა: info@sanerge.com

 

 

პარტნიორები