საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ძირითადი საქმიანობის სფეროა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.

ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და გაცემა;
  • გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვება და ბიბლიოთეკის (მათ შორის ელექტრონული) შექმნა;
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ინტერნეტ-საინფორმაციო ქსელი, მედია საშუალებები და სხვა) გზით;
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს:

Ø  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვითი თემატური პუბლიკაციების მომზადებასა და გამოცემას;

Ø  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების მომზადებასა და განხორციელებას;

Ø  გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის (საჯარო მოხელეები, მათ შორის მოსამართლეები, ასევე, ჟურნალისტები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ.) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება;

Ø  სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერთიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კომპონენტების ჩართვის ხელშეწყობა;

Ø  გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და კონკურსების ორგანიზება;

Ø  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისთვის სტაჟიორთა პროგრამის ორგანიზება;

Ø  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი თემატური კურსების ორგანიზება;

Ø  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებელებების დამწყები თანამშრომლების წვრთნისათვის საბაზისო ტრენინგ-პროგრამების ორგანიზება;

  • საგრანტო პროგრამების ორგანიზება;
  • კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსათვის წარდგენა.

მისამართი:   თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია.

 

 

 

პარტნიორები