საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

FAQ

  • რა კავშირი აქვს „დედამიწის საათს“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF)?

       

      „დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივაა.

       

      კერძოდ,  2007 წელს  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)  ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა „დედამიწის საათს,“ როგორც ღია კამპანიას, რომელიც ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმას მსოფლიოს წინაშე მდგომი გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში და ჩვენი პლანეტის გადასარჩენად   ქვეყნის ცალკეული თემებისთვის და ორგანიზაციებისთვის გლობალურ მოძრაობაში მონაწილეობის მიღების საშუალების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

       

  • რაზე აკეთებს აქცენტს „დედამიწის საათი 2017" ?

       

      2017 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემაა კლიმატის ცვლილება, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას სამყარო.

       

      „დედამიწის საათის” მთავარი მიზანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაარწმუნოს და შთააგონოს ადამიანები, ბიზნეს-ასოციაციები და მთავრობები, რომ კლიმატის ცვლილება დააყენონ საკუთარი დღის წესრიგის პრიორიტეტებში.

       

      2017 წელს „დედამიწის საათი“ ორიენტირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონკრეტული ქმედებების განხორციელებაზე განახლებადი ენერგიის, მდგრადი სურსათისა და სოფლის მეურნეობის, ტყისა და ეკოსისტემების დაცვის პროექტების დაფინანსების, კლიმატის ცვლილების შესაბამისი კანონმდებლობისა და სამეწარმეო პრაქტიკის, სკოლებში კლიმატის შესახებ განათლების დანერგვის საკითხებში.

       

       

  • რითი იქნება გამორჩეული „დედამიწის საათი 2017“?

       

      ტრადიციულად, „დედამიწის საათი 2017“-ის აღასანიშნავად ჩატარდება ღონისძიებები და აქტივობები, მათ შორის, ქვეყნის, ქალაქის, რეგიონის მასშტაბით  და გამოირთვება ელექტროენერგია.  

       

      2017 წლის 25 მარტი შეახსენებს მსოფლიოს, რომ მოქალაქეებს მთელ დედამიწაზე სურთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება. ეს მოძრაობა აერთიანებს ადამიანებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, ბიზნეს-საწარმოებს, მთავრობებს, რათა კონკრეტული ქმედებები განახორციელონ ჩვენი პლანეტის უსაფრთხო მომავლისთვის - ეს იქნება დასაწყისი, გაგრძელება და მათი ვალდებულებების კულმინაცია.

       

  • რა მნიშვნელობა ექნება სინათლის ჩაქრობას?

       

      სინათლის ჩაქრობა სიმბოლური ჟესტია, რომელიც ჩვენი პლანეტის დასაცავად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

       

      ჯერ კიდევ 2007 წელს სიდნეიში დაწყებული მოძრაობა, რომელიც მხოლოდ სინათლეების ჩაქრობის ღონისძიებად იყო ჩაფიქრებული, მოგვიანებით ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმის აქციებში და ადამიანების, ბიზნეს-საწარმოების, ორგანიზაციების და მთავრობების მიერ მის დაფინანსებაში გადაიზარდა.

       

      გარემოსდაცვითი შედეგების მიღების მიზნით - დაწყებული სტრატეგიული ცვლილებების განხორციელებიდან, შუამდგომლობებითა და კრაუდფანდიგებით დამთავრებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კონსერვაციისა და კლიმატის ცვლილების პროექტების განსახორციელებლად მთელ მსოფლიოში.

       

  • ნამდვილად მოახდენს „დედამიწის საათი“ გარემოზე ზემოქმედებას?

       

      წარმოგიდგენთ  მაგალითს: გალაპაგოსი ეკვადორის პირველი პროვინციაა, სადაც ყველა სახის პლასტმასის პროდუქცია ახლახანს აიკრძალა, ახლა ათასობით ოჯახი მადაგასკარზე შეშის დამზოგავ ენერგოეფექტურ ღუმელებს იყენებს, ხოლო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) - ჩინეთი „დედამიწის საათის“ წყალობით საზოგადოების ფართო მასების მოზიდვით უამრავ გზას პოულობს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად.

       

      აქ მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა დასახელებული ყველა იმ ცვლილებებიდან, რაც „დედამიწის საათის“ წყალობით დღემდე განხორციელებულა.

       

      2016 წელს „დედამიწის საათი“ საზოგადოებრივი ძალისხმევით მიმდინარეობდა. მაგ: კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ორთვიანი რეგიონალური კამპანია გაიმართა აფრიკაში, რომელიც ეხებოდა ტყეების დაცვასა და განახლებად ენერგიაზე წვდომის გაზრდას.

       

       

  • კლიმატის ცვლილება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის პრობლემაა, რომელიც ნამდვილად დიდ ზემოქმედებას ახდენს. როგორ შეცვლის არსებულ მდგომარეობას „დედამიწის საათისთვის“  მხარდაჭერა?

       

      რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, მაგრამ შესაძლებელია მისი გადაჭრა თუ თითოეული ადამიანი, ორგანიზაცია და ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იმოქმედოს ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

       

      „დედამიწის საათის“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სახალხო მოძრაობაა, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით მოქმედების უფლებამოსილებას ხალხს აძლევს, რითაც უფრო ფართო, გლობალურ ზემოქმედებას აღწევს.

       

      2016 წელს და წინა წლებში „დედამიწის საათის“ მიერ მიღებული შედეგების საშუალებით, ვცდილობთ, უფრო მეტი ხალხი ჩავრთოთ კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების საქმეში. 

       

       

  • რატომ ფოკუსირდება „დედამიწის საათი“ 2017 წელს კლიმატის ცვლილებაზე?

       

      „დედამიწის საათი“ პირველად ელექტროენერგიის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად სიდნეიში ჩატარდა, რამაც შემდგომში გააერთიანა მრავალი ადამიანი და საბოლოოდ იქცა მოწოდებად მოქმედებისკენ, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

       

      წლების განმავლობაში „დედამიწის საათი“ მსოფლიოს უდიდეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა იგივე რჩება: კონკრეტული გარემოსდაცვითი და კლიმატის პრობლემების გადასაჭრელი ქმედებების შემუშავება კერძო პირების, ბიზნეს-საწარმოების, ორგანიზაციების და მთავრობების მობილიზაციის გზით გარემოსდაცვით პოლიტიკასა და სტრატეგიაში ცვლილებების შესატანად, რაც შუამდგომლობებისა და სახალხო დაფინანსების საშუალებით განხორციელდება, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კონსერვაციისა და კლიმატის სფეროებში შემუშავებული პროექტებისთვის მთელ მსოფლიოში.

       

      2017 წელს გაგრძელდება  მობილიზაცია და მოსახლეობის ძალების გამოყენება კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესატანად, რაც  მსოფლიოსთვის გადამწყვეტი მომენტია კლიმატის ქმედებების დასაწყებად.  

       

      წელს,  ,,დედამიწის საათის" ეგიდით საერთო ჯამში, 120 ქვეყანაზე მეტი განახორციელებს ინიციატივებს კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესატანად.

  • რა კავშირია „დედამიწის საათსა“ და პარიზში დაგეგმილ კლიმატის კონფერენციას COP21-ს შორის?

       

      ევროკავშირის პროცესი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გლობალური ძალისხმევის საკვანძო კომპონენტია, ხოლო კონფერენცია COP21 (2015 წელი) წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს მთავრობების მხრიდან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მისაღებად მზაობის დემონსტრირებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.

       

      თუმცა, მთავრობების, თემების, ბიზნეს-საწარმოების, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო პირების მიერ განხორციელებული სხვა ქმედებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ძალისხმევის თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

       

      „დედამიწის საათი“ არ უნდა დავაკავშიროთ კლიმატის შესახებ ჩატარებულ რომელიმე ერთ შეხვედრასთან ან დროის რომელიმე ერთ მომენტთან, არამედ უფრო ფართო, საყოველთაო მოძრაობასთან, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიურ მოქმედებას კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესატანად 2017 წელს და მის შემდგომ.

       

      „დედამიწის საათი“ არ გულისხმობს ფორუმს, რომელიც მოწვეულია კლიმატის ცლილებების სფეროში არსებულ ოფიციალურ პოლიტიკურ რეცეპტებზე დებატების გასამართად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) GCEI გააგრძელებს კლიმატის ცვლილების სფეროს უფრო ტექნიკური წრეების საჭიროებების დაკმაყოფილებას.

       

       

       

  • შეტანილია თუ არა მგელი წითელ ნუსხაში?

       

      მგელი არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“.  

      იგი წარმოადგენს ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს.

       

       

  • როგორ მოვიქცეთ გარეული ცხოველების თავდასხმის შემთხვევაში?

       

      იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას (შინაურ ცხოველებს, ნათესებს და ა.შ.) და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება/მოკვლა (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

       

      ამ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მოკლა გარეული ცხოველი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.

       

      მოკლული გარეული ცხოველი ნადგურდება იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე.

       

      თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული წესით, მათი თავდასხმების თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამის შემდეგ სამინისტრო ახორციელებს ქმედებებს, რათა მოხდეს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების გადაცემა შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მოახდინოს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, მონადირეთა ჯგუფის შექმნის გზით.

       

       

  • რა რეგულაციები არსებობს ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისათვის?

       

      დღეს მოქმედი კანონით მოსახლეობას უფლება აქვს მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები.  ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ სოჭის გირჩი, თეთრყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები. სხვა სახის რეგულაციები გათვალისწინებული არ არის.

       

       

  • რა სახის შეზღუდვები მოქმედებს ტყის ფონდის ზოლის ფარგლებში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე და შესაძლებელია თუ არა მათი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა?

       

      ამ საკითხს არეგულირებს ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დადგენილება.

       

       

       

  • როდის არის რეკომენდებული ტყიდან საშეშე მერქანის გამოტანა? რატომ?

       

      ტყიდან საშეშე მერქნის გამოტანა/დასაწყობება გაზაფხულზეა რეკომენდირებულია, რათა მოხდეს შეშის გამოშრობა, რითაც იზრდება მისი ენერგოეფექტურობა.

      გამოუშრობი საშეშე მერქნის გამოყენება არამიზანშეწონილია, რადგან ადამიანის ჯამრთელობისთვის მეტად საზიანოა.

       

       

  • ეიძლება თუ არა ტყიდან ძირნაყარი ტოტების, ფიჩხების, გირჩის შეგროვება და გამოტანა?

       

      ტყიდან ძირნაყარი ტოტების, ფიჩხების, გირჩის შეგროვება და ტყიდან გამოტანა დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით.

       

       

  • ტყის ხანძრებთან დაკავშირებით რა თავდაცვითი მექანიზმები არსებობს?

       

      ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ხან­ძარსაშიშროების კლასებად დაყოფა ხდება ტყის აღრიცხვის დროს.

      ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებია:

      ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში;

      ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბი­ლიკების მოვლა-შეკეთება;            

      გ) ტყის ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწი­ნაა­ღმდეგო მინერალიზებული ზოლების მოწყობა;

      დ) დაბლითი ტყის ხანძრების გავრცელების თავიდან აცილე­ბის მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება;

      ე) ფოთლოვან და წიწვოვან სახეობათა მწკრივთაშორისი მო­ნა­ცვლეობით გაშენება ხანძარმედეგი კორომების შექმნის მიზნით;

      ვ) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხე-ტყის გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.

       

       

  • როგორ ხდება ტყეში მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა?

       

      სატყეო პათოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება ხმობის გამომწვევი მიზეზები.

      დადგენილი/იდენტიფიცირებული მავნებელ-დაავადებების მიხედვით შედგება შესაბამისი ღონისძიებები  კორომის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. დაავადების (სოკო) აღმოჩენისას ძირითადად ინიშნება სანიტარული ჭრები. მავნებლის (მწერი) გამოვლენის დროს კი სანიტარულ ჭრასთან ერთად სხვა ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად როგორიცაა: ფერომონიანი მწერსაჭერები, სატყუარა ხეები, ბიოლოგიური პრეპარატების შეხურება და სხვა...

       

       

  • ხდება თუ არა ტყის ხელოვნური განახლება?

       

      უმეტეს შემთხვევაში ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა.

      2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბორჯომის პლატო) მოხდა 3.4 ჰექტარზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები 27.7 ჰა სანიტარული ჭრების შედეგად ჭრაგავლილ ფართობებზე. 2008 წელს ბორჯომ-ხარგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრის დროს გადამწვარი ფართობებიდან აღდგენილია 80 ჰა, მომზადებულია და დამტკიცებულია 40 ჰა ფართობზე ტყის აღმდგენი 2 პროექტი. გრძელდება დანარჩენი ფართობების შესწავლა. 

       

       

  • რა არის სანიტარული ჭრა?

       

      სანიტარული ჭრა უნდა განხორციელდეს სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე კორომების სა­ნიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შე­მ­­თხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტო­რია­ზე ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ და­ზიანებული ხეების მოჭრას.

       

       

  • რა არის სოციალური ჭრა?

       

      სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

       

       

  • რა სახის ნებართვაა საჭირო ტყითსარგებლობისთვის? არის თუ არა გადასახადი და თუ არის რამდენი?

       

      საქართველოს კანონმდებლობით ტყითსარგებლობისათვის საჭიროა ლიცენზიის მოპოვება, რომლის გაცემის წესი (მათ შორის, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები) მოწესრიგებულია 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით #242 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ”.

       

       

  • რა არის ტყითსარგებლობა და რა სახის ტყითსარგებლობა არის დასაშვები?

       

      ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის გამოყენება და არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვება.

       

      დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში დაშვებულია შემდეგი სახით ტყითსარგებლობა:

      ა) ხე-ტყის დამზადება;

      ბ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;

      გ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;

      დ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;

      ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

      ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

      ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

      თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

      ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

      კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით

      სარგებლობა;

      ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

      მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

      ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

      ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა;

      პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება.

  • იმ შემთხვევაში თუ წყლის ობიექტი ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზეა, მეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება?

       

      „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა „საერთო წყალსარგებლობით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.

       

       

  • რა სახის დამატებითი ვალდებულება მეკისრება წყალსარგებლობის დროს?

       

      სავალდებულოა დაიცვათ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რაც ასევე მოიცავს ვალდებულებას წყლის ობიექტის დაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისგან დაცვას.

       

      ასევე ,,წყლის შესახებ" და ,,სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, წყალმოსარგებლეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, წყლის რესურსების მართვის სამსახურში (ქ. თბილისი, გულუას ქ.#6, 0114, ტელ: +995 32 2727226) წარმოადგინონ ყოველი წლის 15 თებერვლამდე ,,სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01" (წლიური), რომლის შევსება ხორციელდება "წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ" ინსტრუქციის შესაბამისად.

       

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მიერ შევსებული ფორმების შეგროვება ხდება უშუალოდ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ყოველი წყლის 15 იანვრამდე.

       

       

       

       

       

  • რა სახის და ოდენობის გადასახადია გადასახდელი წყალსარგებლობისათვის?

       

      მიწისქვეშა წყლით სარგებლობისათვის გადასახადი განისაზღვრება ლიზენზიის პირობებით, ხოლო ზედაპირული წყლის სარგებლობისათვის გადასახადი, არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

       

       

       

       

  • რა სახის ნებართვაა საჭირო ჩამდინარე წყლებისათვის?

       

      იმ საქმიანობებისათვის რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას ჩამდინარე წყლებისათვის სპეციალური ნებართვა არ არის საჭირო. სავალდებულოა „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრული „საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის“ პირობების დაცვა.

       

      ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო სისტემაში, აგრეთვე საკუთრებაში მყოფი წყალსამეურნეო სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით.

       

       

  • რა სახის ნებართვაა საჭირო წყლის მოპოვების ან წყალსარგებლობისთვის?

      საერთო წყალსარგებლობისათვის ნებართვა საჭირო არ არის.

       

      • წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.

      მიწისქვეშა წყლით სარგებლობის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მიწისქვეშა წყალი განეკუთხვნება წიაღისეულს, მისი მოპოვებისათვის საჭიროა მიიღოთ შესაბამისი ლიცენზია, რისთვისაც უნდა მიმართოთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს.

       

      ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შემთხვევაში „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების თანახმად „ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი“.

       

      ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის“ შეთანხმებისათვის საჭიროა მიმართოთ საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს) შესაბამისი განცხადებით და „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების დანართი 4-ით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის შევსებული ფორმით (2 ეგზემპლიარი)..

       

      ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტში“ მითითებული უნდა იყოს საქმიანობის სუბიექტი, საქმიანობის ადგილმდებარეობა, საქმიანობის სახე, ზედაპირული წყლის ობიექტის დასახელება, წყლის ამოღების წერტილი,  რეგლამენტის მოქმედების სასურველი დრო (არა უმეტეს 5 წლისა), ამოღებული წყლის რაოდენობა ათას კუბ.მ-ებში თვეების მიხედვით. 

       

       

  • რა სახის წყალსარგებლობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას?

       

       

      „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად ეკოლოგიურ ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს მიეკუთვნება 2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განთავსება, 10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის წყალსაცავის მოწყობა, დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება, კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია  „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართვრლოს კანონის მე-4 მუხლით. ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა.

       

       

  • რა სახის შეზღუდვები მოქმედებს მდინარის ან წყალსატევის წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მოხევდრილ უძრავ ქონებაზე და შესაძლებელია თუ არა მათი ფიზიკური ან/და იურიდიულ პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა?

       

      წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონით ”წყლის შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით დადგენილი აკრძალვები და მოთხოვნები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წყალდაცვით ზოლში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას. ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით“.

       

       

       

  • სად შეიძლება საკარვე ადგილის ან კარავში ღამის გასათევი აღჭურვილობის ქირაობა?

       

      ქვემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შეასაძლებელია როგორც საკუთარი კარვით დაბანაკება, ასევე კარავში ღამის გასათევი აღჭურვილობის ქირაობა: 

       

      • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
      • ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
      • მტირალას ეროვნული პარკი
      • ვაშლოვანის დაცული ტერიტორია 
      • თუშეთის დაცული ტერიტორია 
      • კოლხეთის ეროვნული პარკი 
      • ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
      • კინტრიშის დაცული ტერიტორია

       

      საკუთარი კარვით, საკარვე ადგილის ღირებულება შეადგენს 5 ლარს, ხოლო ადგილზე არსებული სერვისების და აღჭურვილობის ღირებულება შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -  http://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/LagodekhiProtectedAreas

       

       

       

       

  • რა დღეებში მუშაობს იმერეთის მღვიმეების, მარტვილის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია და რმდენია შესვლის საფასური?

       

      მარტვილის, ოკაცესა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია მუშაბს  ყოველდღე, ორშაბათის  გარდა 10:00-დან 18:00-საათამდე.          

                                       

            შესვლის საფასური: 

      •  მარტვილის კანიონი   - 5 ლარი / სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის -3 ლარი    
      •  ოკაცეს კანიონი          - 7 ლარი / სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 4 ლარი
      •  სათაფლიას მღვიმე     - 6 ლარი / სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 3 ლარი
      •  პრომეთეს მღვიმე       - 7 ლარი / სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის 3,5 ლარი 

       

       

       

  • რა შემთხვევაშია საჭირო კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა?

       

      საქართველოს კანონის - ,,ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს შესაბამისად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი- გარემოსდაცვითი მმართველი, თუ საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოექმნებათ: 

      • 2000 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი
      • 10000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი
      • ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი

       

       

  • როგორ დავიწყო სტაჟირება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში?

      1.დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით;

      კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე (www.hr.gov.ge)  დარეგისტრირება და ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენა სასურველ ვაკანსიაზე.

      2.სტაჟიორის მიღება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.

  • როგორ და სად შევიტანო ვაკანსიაზე განაცხადი?

       

      კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე (www.hr.gov.ge)  დარეგისტრირება და ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენა სასურველ ვაკანსიაზე.

       

       

  • როგორ დავიწყო მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში?

       

       

      "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით, ხოლო ამავე  კანონის 31–ე მუხლის თანახმად, საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 

       

       

  • როგორ მოვიქცე თუ გარემოსდაცვით დანაშაულს შევესწარი ან მის შესახებ ვფლობ ინფორმაციას?

       

       

      გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის ნახვის ან ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ სამინიტროს ცხელ ხაზზე -153 ( ზარი უფასოა, აკრიფეთ ინდექსის გარეშე ).

  • დასაშვებია თუ არა ჩანგლით თევზაობა ?

       

      ჩანგლით თევზაობა შეიძლება სათვალით, ფანრის გარეშე. ასევე ნებადართულია წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

  • დაშვებულია თუ არა სასროლი ბადით თევზაობა?

       

      სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა დაშვებულია სასროლი ბადით მთელი წლის მანძილზე.

      აკრძალულია სასროლი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები.

       

       

  • რა მეთოდებით არის აკრძალული ნადირობა?

       

      აკრძალულია მცენარეული საფარის დაწვა;

      გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

      ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

      ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

      ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

      სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. 

       

       

  • რომელ სანადირო სახეობებზეა დაშვებულია ნადირობა და რა ლიმიტით?

       

      ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი,
      მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი,
      ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი,
      გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი,
      გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი;

       

       

       

  • როდის არის ნადირობა დაშვებული გადამფრენ მფრინველებზე?

       

       

      გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დაშვებულია აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.

  • სად არის აკრძალული ნადირობა?

       

       

      ნადირობა აკრძალულია  სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე
      საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
       

  • როგორ გადავიხადო გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი?

       

       

      მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკისკოდი: 220 101 222;
      ანგარიშის ნომერი: №200122900;
      ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინოკოდი: 3033;
      განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის:
      ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი).
      9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ
      თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა.

       ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033

       მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახისგანმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033;              

       ახმეტისათვის 3 0054 3033;

       რუსთავისათვის 3 0006 3033;

       ქუთაისისთვის 3 0018 3033;

       ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

       

       

       

       

       

  • რა დოკუმენტებია საჭირო ნადირობისათვის ?

       

       

      გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

       

       

       

       

  • როგორ მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია?

         

      საჯარო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ სამინისტროს ვებ-გვერდზე შემდეგი ბმულიდან

       

  • რა ნომერია სამინისტროს ცხელი ხაზი?

       

       

        სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 153  

        ზარი უფასოა

        დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერი მობილურის  ქსელიდან ინდექსის გარეშე

        ცხელ ხაზზე დაკავშირება შესაძლებელია  ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში 

       

       

       

 

 

პარტნიორები